საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა, საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარადგინეს.
,,ანგარიში შეეხებოდა, როგორც საქალაქო სამსახურის მნიშვნელოვან, ასევე უშუალოდ კომისიის პროექტებს; განვიხილეთ სკოლებში ჩატარებული კამპანიები, მინი-სტადიონების შესწავლის საკითხი და არაერთი მიმართულება, რომელიც კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ;
კომისიის სხდომის ფარგლებში, კონკრეტული განცხადებაც განიხილეს, რომელიც საქართველოში ცხენოსნობის განვითარებას შეეხება.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის პრიორიტეტები, რომლებიც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში ჩაინიშნა, მომავალი წლისთვისაც გათვალისწინებული იქნება.