20 სექტემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალაგზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ შაორის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის წევრებს საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა.
დღესვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ დეპუტატებს დედაქალაქის საპატიო მოქალაქედ სპორტის დამსახურებული ოსტატის (ჩოგბურთელი) ალექსანდრე მეტრეველის კანდიდატურის წარდგენის შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელსაც კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე თანხმობა მიეცა საკითხს „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის შესაბამისად საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი საკითხის თანახმად, კომისის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამავე კომისიის წევრი გიორგი ტყემალაძე დასახელდა, რომელიც აღნიშნულ ფუნქციას კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის არყოფნის შემთხვევაში შეასრულებს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025