16 მარტი 2022
ინიციატივით, კამპანიის - ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში’’ ფარგლებში, 2022 წლის ევროპის ფუტსალის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრა გაიმართა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა.
სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნაკრების წარმატებებზე ისაუბრა და მომავალში კიდევ არაერთი გამარჯვება უსურვა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმართა.
,,თბილისის საკრებულოში გვაქვს კამპანია-,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში’’, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის ევროპის ფუტსალის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ვუმასპინძლეთ. ეს იყო ისტორიული შედეგი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ყველა იმ პროგრამისა და პროექტის მხარდაჭერას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი’’,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას, რომელიც კამპანიური ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება, საქართველოს სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025