26 ივლისი 2018
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები საქართველოში მოქმედი სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კომისიის მუშაობის ანგარიში წარმოუდგინეს.
თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული და ახალგაზრდული პროგრამები სტუმრებს კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ გააცნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ფორუმის მიზანს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.მისივე თქმით,
ახალგაზრდული ფორუმის შემდეგი ეტაპი სექტემბერშია დაგეგმილი.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს დეტალური პასუხები კომისიის წევრებმა გასცეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025