25 იანვარი 2022
თბილისის საკრებულოში ორი კომისიის, განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეები კახა ლაბუჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ, თბილისის "მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" და "მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის" 2021 წლის საქმიანობის ანგარიშებს მოუსმინეს.
გასული წლის საქმიანობის ანგარიშები საკრებულოს წევრებს თბილისის "მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" დირექტორმა თინათინ რუხაძემ და თბილისის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ დირექტორმა მანანა წნორიაშვილმა წარუდგინეს. მათ, ეროვნულ სასახლესა და ახალგაზრდულ სახლში ადრე და ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე, სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო განახლებაზე, ახალ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს და საკრებულოს წევრებს საქმიანობის სამომავლო გეგმები გააცნეს.