თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები თინათინ ნიბლოშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ.
კომისიის წევრებს ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ცვლილების შესახებ მოხსენება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.
გაერთიანებული სხდომის ფარგლებში აგრეთვე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატან ცვლილებაზეც იმსჯელეს, რომლის შესახებაც მოხსენება შესაბამისი სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ წარმოადგინა.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.