თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმებას და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, რამდენიმე ოჯახს, რომელიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდა, საცხოვრებლები 1 ლარად დაუკანონდება.
გაერთიანებულ სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ქვარა ჩართოლანი და შპს ,,თბილსერვისის’’ დირექტორი ლევან ჯღარკავა ესწრებოდნენ.