თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში მოძიებული რესურსი სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებში გადანაწილდა. მათ შორისაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჯანდაცვის ქვეპროგრამები და სოციალური ღონისძიებები.ასევე თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზაურებადი პირებისათვის მე-13 ხელფასის გაცემა.
როგორც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ და მათ ნაცვლად თანხა მეეზოვეებს, დასუფთავების მანქანის მძღოლებს, მათ დამხმარეებს, ავტობუსის მძღოლებს, მეტროს კონტროლიორებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და მერიის ქვემდებარე სხვა ა(ა)იპ და (სსიპ) -ების თანამშრომლებს გადაერიცხებათ.
ასევე ცვლილებები შედის 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში.
როგორც ქონების მართვის სააგენტოს უფეროსმა კარლო ლაფერაძემ აღნიშნა, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესი კვლავ გრძელდება, რისთვისაც მიზანშეწონილია დახმარება განხორცილედეს 2015-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან.
საკრებულოს წარმოამდგენლებმა, ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ სხვა საკითხებს, რომლებიც თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემას ითვალისწინებს.
კომისიების წევრების გადაწვეტილებით, სხდომაზე წარსადგენად ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.