თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
გაერთიანებულ კომისიაზე დეპუტატებმა ა(ა)იპ ‘თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და ა(ა)იპ „ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრის“ რეორგანიზაციის (შერწყმის(გაერთიანების)) თაობაზე იმსჯელეს,რომლის შედეგად „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“ შეიქმნება.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა ესწრებოდა.