თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში კამპანიის -,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში’’ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.
სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს, რის შემდეგაც შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.
სტუდენტებს სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმართა და მათ პრეზენტაციის სახით, საკრებულოს ფუნქციები, მუნიციპალური პროგრამები, ასევე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და მისი პრიორიტეტები დეტალურად გააცნო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კამპანიის -,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში’’ მიზანი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით მათი ინფორმირებულობის გაზრდაა.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად საკრებულოს წევრები: გივი ჩხარტიშვილი, მარიამ ზაქარიაშვილი, გურამ ოქროპირიძე და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული შეხვედრა, რომელიც კამპანიურ ხასიათის ატარებს, მომავალშიც გაგრძელდება.