09 ივლისი 2025 ესპანეთიდან და პორტუგალიიდან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისში მყოფ ახალგაზრდებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, უმასპინძლეს.
თბილისში 8 ივლისიდან 15 ივლისამდე სამი ქვეყნის: საქართველოს, ესპანეთისა და პორტუგალიის მონაწილეობით ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში საქართველოს ესპანეთის და პორტუგალიის ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მრჩევლები და სტუდენტები ესტუმრნენ. პროექტის ორგანიზატორი კი „Carmen" ესპანური ენისა და კულტურის ცენტრია.
პროექტის მიზანია არაფორმალური სასწავლო აქტივობების განხორციელება, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სხვა კულტურებს და გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთს. სამუშაო მეთოდები დაფუძნებულია არაფორმალურ განათლებაზე, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს შემოქმედებითად გამოხატონ საკუთარი თავი.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი სტუდენტებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპების უკეთ გაცნობაა.
შეხვედრის ფარგლებში გურამ ოქროპირიძემ დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს ფუნქციებსა და მოვალეობებზე, წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღესვე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ახალგაზრდებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკასა და დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე.
სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025