თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, თბილისის რაიონული გამგეობების კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რაიონული გამგეობების მიერ 2023 წელს გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს. კერძოდ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების და სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით შესრულებულ პროექტებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაზე გურამ ოქროპირიძემ 2023 წლის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე და ასევე ისეთ პრიორიტეტებზე ისაუბრა, როგორებიცაა: მასობრივის სპორტი, პარასპორტისა და ქალთა სპორტის მხარდაჭერა,
ფედერაციებისა და კლუბების ხელშეწყობა, სეზონური სკოლები, ფესტივალები, საჯომარდო და სალაშქრო ტურები და კალენდარული ღონისძიებები და პროექტები.
გურამ ოქროპირიძის ინფორმაციით, სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 2024 წლისთვის არაერთი სპორტული აქტივობა იგეგმება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოისმინეს რაიონული გამგეობების წარმომადგენლების წინადადებები და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.
შეხვედრას საკრებულოს დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი ესწრებოდა.