თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრთან, დიდუბის მაჟორიტართან გივი ჩხარტიშვილთან, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ირაკლი გვილავასთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად, დიღმის მასივში მუნიციპალიტეტისთვის მონაცვლეობის წესით დაბრუნებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ქალაქ თბილისის საკრებულოს განკარგულებით, დედაქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა დაუბრუნდა.
გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა დედაქალაქისთვის დაბრუნებულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მისი განვითარების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სისტემატურად ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტული პროფილის ინფრასტრუქტურის მონიტორინგს და ადგილზე არსებულ სიტუაციას ეცნობა.