28 დეკემბერი 2018
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარე დაწესებულებას საკრებულოს დეპუტატებთან, აპარატის თანამშრომლებთან და სპორტსმენებთან ერთად ესტუმრა.
გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს წევრებმა არასრულწლოვნებთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ, ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გამართულ მეგობრულ მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე სტუმრებმა წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესსა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხოლო ახალგაზრდებისგან კი მათი სამომავლო გეგმებისა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ღონისძიების მიზანი დაწესებულების ბენეფიციარი ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, მათი წახალისება, მოტივაციის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
შეხვედრის დასასრულს, N11 დაწესებულების ბენეფიციარებს საკრებულოს წევრებმა საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები (თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტკბილეული) გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025