12 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური, ფრაქციის წევრები ოთარ ჩრდილელი და ირაკლი ბენდელიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების საკითხებზე საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“, თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის, ინიციატივით გაიმართა.
ეკა სეფაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების თემატური მომხსენებელია, ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც 6 ნოემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ შემუშავდა.
პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ 15 რეკომენდაცია მომზადდა, რომლებზეც მუშაობა სამინისტროებთან უკვე დაწყებულია.