06 ოქტომბერი 2023
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე საკრებულოს წევრებთან -ავთანდილ ცინცაძესთან, მარიამ ზაქარიაშვილთან და ანა კაკაბაძესთან ერთად, საქართველოს ახალი ოლიმპიური მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ბიბლიოთეკის გახსნისა და ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში ჩატარდა და ის ქართველმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა და ქართველმა მოჭიდავემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განახორციელეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, არსებულ მუზეუმს შეემატა თანამედროვე დიზაინით მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით და განათების სისტემით, სტენდებით, საექსპოზიციო ვიტრინებით, პროექტორით აღჭურვილი ახალი სივრცე 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასევე განახლებული და მნიშვნელოვანი გამოცემებით შევსებული ოლიმპიური ბიბლიოთეკა.
ახალ მუზეუმში წარმოდგენილია ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები. ცალკეა წარმოდგენილი ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია, ინფორმაცია სეოკ-ის დაფუძნებისა და აღიარების შესახებ, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე და პრიზიორებზე, ჩვენს ოლიმპიურ რეკორდსმენებზე. მუზეუმში ასევე გამოიფინა ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მედლების ასლები, სამომავლოდ, კი აქ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა.
ახალი მუზეუმის და ბიბლიოთეკის მოწყობის იდეის ავტორია სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, მუზეუმის ექსპოზიციის კონცეფციის და პროექტის ავტორი - სეოკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილია, ხოლო დიზაინერი კი ვახტანგ შატაიძე.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების და სეოკ-ის გენერალური სპონსორის ს/ს ,,საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრები, ლეგენდარული სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025