12 იანვარი 2018 საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინიციტივით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, წლევანდელი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებაში ჩაერთვებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს საკრებულოში გაიმართა, რომელზეც გიორგი ჩაკვეტაძემ დეპუტატებს განსახორციელებელ პრიორიტეტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
საკრებულოს წევრები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში სპორტული და ახალგაზრდული მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს მიაწვდიან. აღნიშნული რეკომენდაციები გამგეობებსა და სამინისტროებს გადაეგზავნებათ.
სპორტის კომისიის წევრებისა და მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრები ყოველ ექვს თვეში ერთხელ გაიმართება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025