09 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტები განიხილეს, რომლებიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების ფრენბურთის დარბაზის მშენებლობისა და აღჭურვისათვის დაფინანსებას გულისხმობს.
კომისიის წევრებმა სპორტული ღონისძიებების პროგრამებისა და ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზეც იმსჯელეს, როგორებიცაა: ჭადრაკში ტიგრან პეტროსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი თბილისელ გოგონათა და ვაჟთა შორის ტურნირი, თბილისის პირველობა მხატვრულ ტანვარჯიშში, ასევე პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ევროპის ქვეყნების ბავშვთა საერთაშორისო ტურნირზე თბილისის ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდის მონაწილეობა.
დღესვე დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის ღია პირველობის ჩემპიონატისთვის ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და იუნიორი მოცურავეების გუნდების დაფინანსებას.
კომისიის სხდომას, რომელსაც ქეთევან ჯოხაძე ხელმძღვანელობდა, დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე ესწრებოდა.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025