10 ივლისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფეხბურთო გუნდმა მუნიციპალიტეტის უწყებათაშორის საფეხბურთო ტურნირში მთაწმინდის რაიონის გამგეობის გუნდი ანგარიშით 4:3 დაამარცხა. საკრებულოს გუნდმა ამ გამარჯვებით მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის გუნდი იქნება.
ტურნირი, რომელსაც სტადიონი ,,იმედი" მასპინძლობს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. ტურნირის მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სამოყვარულო სპორტის განვითარება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025