02 აპრილი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თბილისის მერიის გუნდებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და მერიის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
სპორტული ღონისძიება სპორტის კვირეულის ფარგლებში საფეხბურთო მოედანზე „იმედი“ მოეწყო, რომელშიც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლებმა იასპარეზეს.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს და შესაბამისად, ახალგაზრდა თაობისთვის კარგი მაგალითი იქნება.
ამხანაგური მატჩი, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ქეთი ჯოხაძესთან, ასევე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან და ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ, საკრებულოს გუნდის გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.