თბილისის საკრებულოში ორი კომისიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გურამ ოქროპირიძე და კახაბერ ლაბუჩიძე და უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა.
დღესვე, გურამ ოქროპირიძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებს ,ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი N15-ში, მე-6 სართულზე არსებული 2449.77 კვ.მ. ფართიდან 600.9 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით ააიპ - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარუდგინა.
კომისიების წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.