დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს კომისიის მიერ 2017 წლის III კვარტალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარემ მიაწოდა.
ქეთევან ჯოხაძემ სხდომაზე კომისიის აქტივობების თაობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებს ჩაატარა, მათ შორისაა: მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკში, გრან-პრის ტურნირი ძიუდოში, ასევე რიყის პარკში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული სხვადასხვა სპორტული აქტივობები.
ქეთევან ჯოხაძემ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება ასევე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და ხაზი ისეთი პროექტების მნიშვნელობას გაუსვა, როგორიცაა: მუხიანის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მქონე 3 სარაგბო მოედანს მოიცავს, თბილისის ათი რაიონის 18 სკვერში გარე–გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობების და 27 ლოკაციაზე ველოპარკინგების დამონტაჟება.
დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული, მათ შორის: ვაზისუბნის რაიონში საერთაშორისო სტანდარტების მქონე რაგბის სტადიონის, ხოლო ნაძალადევის რაიონში კი სპორტული კომპლექსის მოწყობის პროექტების თაობაზეც ისაუბრეს.