თბილისის საკრებულოში ორი კომისიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გურამ ოქროპირიძე და კახაბერ ლაბუჩიძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ირაკლი გვილავამ 2024 წლის პირველი კვარტლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ, სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა.
კომისიების წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ანგარიშს მოუსმინეს და დადებითად შეაფასეს.