თბილისის საკრებულოში ორი კომისიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გურამ ოქროპირიძე და კახაბერ ლაბუჩიძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც ამავე სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
სხდომაზე ირაკლი გვილავამ 2023 წელს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.წარმოდგენილ ანგარიშში განხილულია საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტები, სტუდენტთა სწავლის დაფინანსების, საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამები,კულტურის სფეროს განვითარებისთვის დაგეგმილი პროექტები, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დედაქალაქში,“ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობა“, კულტურის ობიექტების, მათ შორის მუზეუმების და ბიბლიოთეკების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დღესვე, კომისიების წევრებს ქონების მართვის სააგენტოსა და ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის 2019 წლის 9 ივლისს გაფორმებული „უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ირაკლი გოხელაშვილმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს მხარი დაუჭირეს.