27 სექტემბერი 2018
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დღეს 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა, წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, საკრებულოს დეპუტატებმა ქეთევან ჯოხაძემ, შალვა ოგბაიძემ და დავით რურუამ მიიღეს.
,,კამპანიის ფარგლებში, უკვე მეოთხე სკოლაში ვხვდებით მოსწავლეებს. მაჟორიტარ დეპუტატთან და სპორტსმენებთან ერთად, ვგეგმავთ, რომ თბილისის ყველა რაიონის საჯარო სკოლებში მივიდეთ და მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ვესაუბროთ. გარდა ამისა, ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც დედაქალაქში სპორტის განვითარების მიმართულებით ხორციელდება“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025