თბილისის საკრებულოს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით, „თბილისის ცურვის სასკოლო ლიგის“ ჩემპიონატის ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„სასკოლო ლიგა მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რადგან სწრაფად ვითარდება, ასევე ყოველწლიურად იზრდება მასში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ.
ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში 2019 წელს „სასკოლო ლიგა“ დააფუძნა. ტურნირები სასკოლო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და ერთიანი პლატფორმით გაერთიანებას ემსახურება. 2023-2024 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართება. მასში 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. „სასკოლო ლიგა“ იმართება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით.
გოგონები
1 ადგილი
ანნა შიუკაევა- 136 სკოლა
2 ადგილი
ნინო რუხაძე- 208 სკოლა
3 ადგილი
ნუცა დეკანოიძე- 71 სკოლა
ვაჟები
1 ადგილი
დაჩი მესხიშვილი- 291 სკოლა
2 ადგილი
ნიკოლოზ მუხიგულაშვილი -142 სკოლა
ლუკა ჩადუნელი- 161 სკოლა
3 ადგილი
ლუკა მარწყვიშვილი- მწვანე სკოლა,
დაჩი რუსიშვილი -163 სკოლა
გუნდურები
1 ადგილი
შუშანოვა ლიზი ,დაჩი მესხიშვილი -192 სკოლა
2 ადგილი
ანა შიუჯაევა, ; ლაზარე შენგელია-136 სკოლა
3 ადგილი
ნუცა დეკანოიძე,ლაზარე კვარაცხელია- 71 სკოლა