თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით რურუა და საკრებულოს წევრები წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად თბილისი, წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს, სადაც მსოფლიოს რვა საუკეთესო გუნდს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს.
დღეს ტურნირმა სტარტი ოლიმპიურ აუზზე აიღო. ჩემპიონატის გახსნით ღონისძიებასთან ერთად ეროვნული ნაკრების პირველი მატჩიც გაიმართა, რომელიც იაპონიის წინააღმდეგ გამარჯვებით 13:12 დასრულდა.
ჩემპიონატის გახსნით ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.