15 მაისი 2020 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ეპიდემიის გათვალისწინებით შექმნილ ვითარებასა და აღნიშნულ პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კუთხით მიმდინარე დღის წესრიგზე იმსჯელეს.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი გვილავამ კომისიის წევრებს საქმიანობის ამჟამინდელი მიმდინარეობა გააცნო და არაერთ დაგეგმილ პროგრამასა და პროექტზე მოხსენება წარმოადგინა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სხდომა გარკვეული ხნით აქამდე არ ჩატარებულა და შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
,,დაგროვდა არაერთი განსახილველი საკითხი, რომლის გარშემოც დღეს მსჯელობა წარიმართა. პანდემიის მიუხედავად, მერიის სამსახური, ისევე როგორც საკრებულოს საქმიანობა, არ შეჩერებულა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პირობებშიც, ვახერხებთ, ვეძებოთ გააქტიურების გზები და დავგეგმოთ სამომავლო ღონისძიებები“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025