20 მაისი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრა. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 13 799,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 209 347,5 ათას ლარს.
დღესვე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგო ბირკაძემ კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე გაცვლის და იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების თაობაზე კომისიის წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.