05 დეკემბერი 2025 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა, კომისიის წევრებთან და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, ირაკლი გვილავასთან ერთად, ა(ა)იპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის "ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულები ლილოს სპორტული ცენტრი და ლილოს საცურაო აუზი, ასევე ა(ა)იპ "მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის" სტრუქტურული ერთეული, ვარკეთილის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა.
დიდ ლილოში სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულდა და ამ ეტაპზე მისი ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ობიექტი ფუნქციონირებისთვის მზად იქნება.
კომპლექსში მოეწყო ჭიდაობის და ფიტნეს დარბაზები სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურით. ლილოს დასახლებაში არსებული საცურაო აუზი, რომელიც 2020 წლიდან ფუნქციონირებს, მოზარდებზე ცურვის შესწავლის და გაჯანსაღებაზეა გათვლილი.
ვარკეთილის საზოგადოებრივი ცენტრის ობიექტი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა, სადაც განთავსებულია ფრენბურთის და კალათბურთის სპორტული დარბაზები, ტანვარჯიშის დარბაზი, სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, ძიუდოს, კარატეს, ჭიდაობის და კრივის სექციები, ტრენაჟორების სივრცე და ფიტნეს დარბაზი, ორი საცურაო აუზი, საუნა, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის, ხოლო გარე პერიმეტრზე პადელის, ჩოგბურთის და ფეხბურთის მოედნები მოეწყო. ჯამში აღნიშნული სპორტული ობიექტების გამტარუნარიანობა 12-ათას ბენეფიციარს აღემატება.
,,იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქის უმთავრეს პრიორიტეტად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა რჩება, სამგორის რაიონისთვის აღნიშნული სპორტული ობიექტების მოწყობა და შეუფერხებლად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია’’,-განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სისტემატურად ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტული პროფილის ინფრასტრუქტურის ადგილზე მონახულებას, მიმდინარე პროცესის გაცნობას და მონიტორინგს.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025