თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მერიის ,,ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამის“ მხარდაჭერით ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“-ის მიერ განხორციელებული პროექტის ,,საქართველოს კარიტასის ხელოვნების სტუდიის სოციალური საწარმო „ქ-ართ-ულის“ შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებმა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური-ს უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად მოისმინეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის - „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“-ს პროექტი საქართველოს კარიტასის ხელოვნების სტუდიის სოციალური საწარმო „ქ-ართ-ული“ დაფინანსდა.
დედაქალაქის მერიის დაფინანსებით სტუდია აღიჭურვა საჭირო ხელსაწყოების და დანადგარების გარკვეული ნაწილით.
პროექტის თანახმად სტუდიის კურსდამთავრებული (სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 6-18 წლის ასაკი) 6 ბენეფიციარი ტიხრული მინანქრის მიმართულებით დასაქმდება.
პროექტის სოციალური მიზანია ხელოვნების სტუდიის კურსდამთავრებულებს მისცენ საშუალება გამოიყენონ მიღებული უნარები და შექმნან მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნივთები, შედეგად მიიღონ ანაზღაურება მათ მიერ შექმნილი ნივთის რეალიზებიდან.
ორგანიზაცია ,,საქართველოს კარიტასი“ 1997 წლიდან ახორციელებს ხელოვნური სტუდიის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახების, 6-18 წლის ბავშვების სხვადასხვა პროფესიული უნარების შესწავლას.
გასვლითი სხდომა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით მოეწყო, რომელსაც კომისიის წევრები და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.