ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით, საკრებულოს გერმანიის ქალაქ კარლსრუეს უნივერსიტეტის პროფესორი ზიგფრიდ კრაინერი სტუმრობდა.
სტუმარს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ჯოხაძემ და საკრებულოს წევრმა ირაკლი გვილავამ უმასპინძლეს. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, რაც გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. მემორანდუმი ითვალისწინებს ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების ხელშეწყობას. მხარეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ მარტში თბილისში ჩატარდეს საქართველო-გერმანიის ამხანაგური მატჩი ფეხბურთში თბილისისა და კარლსრუეს ვეტერან ფეხბურთელთა შორის.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ წელს კარლსრუეს 300 წლის იუბილე აღინიშნება. გერმანელმა პროფესორმა საიუბიელეო დღეების აღსანიშნავად და ქალაქებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები გერმანიაში მიიწვია.