11 ივლისი 2019
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის, “თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019’’-ს ფინალი გაიმართა.
პროექტში, რომლის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მონაწილეობა თბილისის 32 საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო.
მსგავსი ტიპის ღონისძიება ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით პირველად ჩატარდა. ტურნირი თბილისის სამ რაიონში, 8 ივნისიდან - 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
,,თბილისის სასკოლო ლიგა დასრულდა. ეს ჩემპიონატი დედაქალაქში პირველად გაიმართა და ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში დიდი გამოხმაურება მოყვა ’’,- განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და პროექტში ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი- www.sfl.ge . მომავალში კი კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
,,ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მსგავს აქტივობებში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობის ჩართულობთ უნდა დავიწყოთ’’-განაცხადაბ გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიების დასასრულს კი, ფინალისტები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვეს.
ტურნირის ფინალურ მატჩს და დაჯილდოების ცერემონიალს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025