თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს ეწვია.
ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში საკრებულოს წევრები, პარასპორტსმენებსა და პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეებს ქეთევან ფეიქრიშვილსა და რევაზ რევაზიშვილს შეხვდნენ. ზურაბ ჩიკვილაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გარემო დაათვალიერეს სადაც პარასპორტსმენები ფიზიკურ მომზადებას გადიან.
„14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრირების პროცესის დაჩქარება, თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო ვალდებულებაა. პარასპორტი, შშმ პირთა შესაძლებლობების რეალიზების, სრულფასოვანი, აქტიური ცხოვრების საუკეთესო საშუალებაა. ჩვენმა სახელოვანმა პარასპორტსმენებმა არაერთხელ გვასახელეს საერთაშორისო ასპარეზზე. ვამაყობთ და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში.
საკრებულოში ზურაბ ჩიკვილაძემ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად თბილისის მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სექტემბერი 15,2022დედაქალაქის საკრებულოში თბილისის კლუბის 25 ლიდერს უმასპინძლეს
აპრილი 19,2022საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021