18 აპრილი 2018 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მერის მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან და საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ წევრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ვაზისუბანში სარაგბო კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა 12 306 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს და ის ხელოვნურსაფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობას და საშხაპეებს ითვალისწინებს.
ობიექტის დასრულების შემდეგ, სტადიონი როგორც რაგბის, ასევე, ფეხბურთის შესწავლის მსურველებისთვის იქნება გათვალისწინებული და ის 700 ადამიანს მოემსახურება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025