04 მარტი 2020
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს დემოკრატიის თაობის ქსელის (Generation Democracy Georgia) გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
კახეთში გამართულ ორდღიან შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე EDYN-ის (ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელი) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც IRI-სა და NDI-ის ერთობლივი ინიციატივაა. EDYN ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ახალგაზრდა სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს აერთიანებს.
მონაწილეებმა რამდენიმე პროექტი შეიმუშავეს, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარის მონაწილეობით ეს პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში წლის განმავლობაში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ქსელი “Generation Democracy’’ გლობალური კოალიციაა, რომელიც 70 ქვეყნიდან 400-მდე ახალგაზრდულ ორგანიზაციას აერთიანებს. პროექტი IRI-ის ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ქსელის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო პოლიტიკურ და მმართველობით პროცესებში.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025