18 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი" დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
16-19 ივნისს თბილისში უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი'' დელეგაციის ვიზიტი ,,ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი იშტვან მოჰაჩი ხელმძღვანელობს.
აღნიშნული ვიზიტის მიზანია პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად და მოკავშირედ.
შეხვედრის ფარგლებში გურამ ოქროპირიძემ სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ასევე, ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ თუ დაგეგმილ მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტებსა თვითმმართველობის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025