27 ნოემბერი 2023
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ „თაგ რაგბის სასკოლო ლიგის“ ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
პროექტი დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით გაიმართა.
„წარმატებით გრძელდება სასკოლო ლიგის პროექტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს აქტიური მხარდაჭერით და ინიციატივით ხორციელდება. მიმდინარე წელს წარმოდგენილი იქნება სპორტული აქტივობების 20-მდე სახეობა, რომელშიც 15 ათასამდე მონაწილე იქნება ჩართული. ეს არის ნაწილი იმ მასშტაბური გეგმის, რომელიც საბოლოო ჯამში თბილისსა და რეგიონებში განხორციელდება. ვულოცავ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გამორჩეული პროექტის შექმნისთვის“,-განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები გურამ ოქროპირიძესთან ერთად, საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა დააჯილდოვეს.
პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. 2023-2024 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართება და მასში 500-მდე სკოლის 14 000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025