თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს წევრ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, სტუდენტურ კონფერენციას დაესწრო.
პროფკავშირების კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა. კომისიის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს, პროექტში წარმატებული მონაწილეობა მიულოცა და დედაქალაქის მთავრობის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.
„თქვენი პროექტი ძალიან საინტერესოა. ზუსტად ვიცი რა პრიორიტეტები გაქვთ. მეც აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ თვითმმართველობაში, ახალგაზრდულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს. ყველა სხვა პროექტთან ერთად, მერია, კოჯორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას იწყებს. ასევე, აშენდება დიდი დიღმისა და ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები. გარდა ამისა, თქვენ პლატფორმით გაქვთ საშუალება თქვენი იდეა მიაწოდოთ ქალაქის მერს. თქვენ ხართ იდეების თაობა და გისურვებთ წარმატებებს“,- განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი ჩაკვეტაძემ.
კონფერენციაზე სტუდენტური პარლამენტის 30 კომიტეტის მიერ, 2019 წლის საგაზაფხულო სემესტრის მუშაობის 15 კომპონენტიანი ანგარიში იქნა წარმოდგენილი.