თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია - ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს გლდანის (ავჭალის) რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ოგბაიძე დღეს 208-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძე და შალვა ოგბაიძე, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია, წარმატებულ ქართველ მრბოლელებთან ერთად მოსწავლეებს ავტოსპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ესაუბრნენ.
,,ჩვენი კამპანიის მიზანია, რომ ახალგაზრდა თაობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი. ყოველი სტუმრობა სკოლაში სასიხარულია, რადგან მჯერა, რომ შედეგი სასიკეთო იქნება. ამ კამპანიით შევძლებთ, რომ მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევაში დავეხმაროთ,“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მოსწავლეებს დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე
მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო და აღნიშნა, რომ მერიასთან ერთად არაერთი სპორტული ობიექტის მოწყობა მიმდინარეობს.
გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა ოგბაიძემ ახალგაზრდებს ავტორბოლის, როგორც სპორტის სახეობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.
ავტომბრბოლელებმა სანდრო თავართქილაძემ, დათა ქაჯაიამ და სანდრო ლომაძემ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.