თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარ წევრთან ქეთევან მამულაშვილთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ეგიდით გამართულსაერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაში ,,ახალგაზრდა ლიდერების თაობა ‘’ პოლიტიკასა და სხვა სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ
გამომსვლელებმა პოლიტიკაში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე კორუფციის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.
კონფერენციის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები იუსტიციის სახლში კორუფციის საკითხებზე ისაუბრებენ და ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის მიღწევების თაობაზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენციაში, რომელიც 6-8 დეკემბერს გაგრძელდება, მონაწილეობას 6 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა წარმატებული ლიდერი მიიღებს.