თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გულია გოცირიძედღეს გლდანის 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
საკრებულოს წევრები, წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, მოსწავლეებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
,,ჩვენ უკვე რიგით მე-7 სკოლას უცვლელი მესიჯით ვსტუმრობთ; გვინდა, რომ ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართვისა და სწავლის პარალელურად სპორტის რომელიმე, მათთვის საინტერესო სახეობით დაკავებისკენ მოვუწოდოთ. მოსწავლეებთან მუდმივად აღვნიშნავ, რომ წარმატებულისპორტსმენის კარიერა კარგ აკადემიურ მოსწრებასაც გულისხმობს,“- განცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ის მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ხორციელდება. გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე, მერიის მხარდაჭერით, 2019 წლისთვის დაგეგმილი ფეხბურთის ჩემპიონატის დაწყება დააანონსა და მოსწავლეებსსკოლებს შორის შეჯიბრში ჩართვისკენ მოუწოდა.
გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის თქმით, მსგავს ღონისძიებებს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეუერთდეს.
,,სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ამ კამპანიაში. საინტერესო შეხვედრა შედგა. მუშაობა არაერთ პროექტზე მიმდინარეობს, შენდება საცურაო აუზები და სპორტული კომპლექსები, რაც მოსწავლეებში კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს,“ - აღნიშნა გულია გოცირიძემ.
პარამშვილდოსნებმა თეა ბოლქვაძემ და ვანო წიკლაურმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრაში მონაწილეობდა მფრინავი დისკის ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ედიშერაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს სპორტის ამ სახეობის თამაშის წესებიცგააცნო.
ღონისძიების დასასრულს შეხვედრაში მონაწილეებმა ფრისბი და კალათბურთი ითამაშეს. შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.