02 დეკემბერი 2022 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ამავე კომისიის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, თბილისის რაიონული გამგეობების კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გამგეობების მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს. კერძოდ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების და სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით შესრულებულ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე რაიონული გამგეობების მიერ 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებები და განსახორციელებელი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025