21 დეკემბერი 2022
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „გარდენ ჰოლში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და დამსახურებული მწვრთნელების ტრადიციული დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
საკრებულოს დეპუტატმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სპორტსმენების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო.
,მინდა სპორტში ჩართულ ყველა პირს მოგილოცოთ ეს აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს წახალისება, რომელიც სპორტსმენებს მეტ სტიმულს ანიჭებს. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, მოქმედებს სპორტსმენებისა და სპორტში ჩართული პირებისთვის არაერთი მხარდასაჭერი პროგრამა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სამომავლოდაც, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ხელშეწყობის მიმართულებით."- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენებად: ძალოსანი - კახი ასანიძე, ძალოსანი - საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ლუკა ღვინჯილია, მოციგურავე - ლუკა ბერულავა, პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი - ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი - მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი - გიორგი გეგია, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი - ლევან ჯობავა, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტი - გოდერძი ჩიხრაძე დასახელდნენ.
დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, სპორტსმენები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025