15 ოქტომბერი 2019
9-12 ოქტომბერს, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ მონაწილეობა მიიღო პროგრესული ალიანსის პროექტში - პროგრესული ალიანსის აქტივისტთა აკადემია, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. კონფერენციის თემები თანამედროვე პოლიტიკური ტექნოლოგიები, საუკეთესი პრაქტიკის გაცვლა და რეგიონის გამოწვევები იყო.
სამი დღის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარე დაესწრო მაღალი რანგის სხვადასხვა ვორქშოფსა და შეხვედრას. შეხვედრები რენერის ინსტიტუტში (RI), ევროპარლამენტართან და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ანდრეას შიდერთან და ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) გენერალურ მდივანთან, ანა ფირცხალავასთან გაიმართა.
პროექტის მონაწილეებმა ახალგაზრდების ჩართულობაზე, სოციალური მედიის აქტიურ გამოყენებაზე, შრომისა და განათლების უფლებებზე სამოქმედო გეგმა მიიღეს. გიორგი ჩაკვეტაძემ მომავალი თანამშრომლობის მიზნით მონაწილეები თბილისში მოიწვია.
აღსანიშნავია, რომ პროგრესული ალიანსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალურ-დემოკრატიული გაერთიანებაა, რომელიც 140-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025