24 ივნისი 2018 თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნებულ გარბენში - „თბილისი“ მონაწილეობა მიიღო.
აღნიშნული სპორტული ღონისძიება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ისახავს მიზნად.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, თბილისის მერის ამ ინიციატივით დეკლარირებული პრიორიტეტიდან საკითხი არსებით განხორციელებას იწყებს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით და ფესტივალებით ქალაქი მეტი დინამიკით აივსება.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. მე, ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთად ვერთვები ამ ღონისძიებაში. ქალაქში ყოველკვირეულად სხვადასხვა ახალგაზრდული და კულტურული ფესტივალი ტარდება. ევროპული, ცივილიზებული პრაქტიკა ფუძნდება და ქალაქის ყოველდღიურობად იქცევა ამ დინამიკაში კი საზოგადოების აქტიური ჩართულობა აუცილებელია. სწორედ ამას ემსახურება ეს გარბენი“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025