26 იანვარი 2018
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერმა ბრეტ ბაროუმენსმა საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ჩაკვეტაძემ ამერიკელ მეცნიერს, ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე, სახელმწიფოს მხრიდან გადადგულ ნაბიჯებსა და ახალგაზრდულ სფეროში ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლის დავით შერვაშიძის ინიციატივით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მკვლევარი საქართველოში ახალგაზრდულ პოლიტიკაზე უკვე მრავალი წელია მუშაობს.