თბილისის საკრებულოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქოსამსახურის, ა(ა)იპ ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის “World Vision - საქართველოს” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობასა და არასამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისის საკრებულოს მიერ ჩატარებულ ფორუმზე „ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი“, ფორუმის მიზნებსა და მუნიციპალიტეტეტბს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.