ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატთან ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად თბილისის მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულ ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომლებს შეხვდა.
„ დღევანდელი დღე მივულოცეთ და სამუშაო გარემოში შევხვდით ახალგაზრდა მებაღეს, ცხოველთა მონიტორინგის მაშველს, თბილსერვისის თანამშრომელს, ჩოგბურთის მწვრთნელს, მეტროს მემანქანეს, ტრანსპორტის კონტროლიორს და უსაფრთხოების თანამშრომელს. ჩვენთვის, ახალგაზრდების განათლება, პროფესიული განვითარება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყველა ამ მიმართულებით თბილისში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, იქნება ეს ახალგაზრდული და საერთაშორისო პროგრამები, თუ ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწესრიგება. თბილისის მერია და საკრებულო ევროპული ტიპის ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას აქტიურად გააგრძელებს.“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიების ფარგლებში საკრებულოს დეპუტატები შპს თბილსერვის ჯგუფის, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის, ა(ა)იპ ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.