19 აპრილი 2018 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი სოფელ დიდ ლილოში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესს დაესწრო.
აღნიშნულ დასახლებაში აბრების დამონტაჟების პროცესი დღეს დასრულდა, რის შემდეგაც პროცესი თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე გაგრძელდება.
„სოფელ დიდ ლილოში სამი ათასამდე მოსახლე ცხოვრობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამისამართე აბრები არასოდეს ყოფილა განთავსებული. შესაბამისად, ჰქონდათ ძალიან ბევრი პრობლემა, ვერ აგნებდა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანა, სახანძრო და ა.შ. უამრავი წერილი შემოდიოდა სახელდების კომისიაშიც და ვფიქრობთ, რომ დღეს ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, თბილისში სამისამართე აბრების განსათავსებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთასი ათასი ლარია გამოყოფილი და ამ თანხით აბრები დაახლოებით ცამეტი ათას ქუჩაზე განთავსდება.